ვიქტორ გოგლიძე ქართული  საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელი

      Russian

სალომონ ფლორი (21.10.1908-18.07.1983). საერთაშორისო გროსმაისტერი. მე 20 საუკუნის 30იან წლებში ერთერთი პრეტენდენტი მსოფლიო ჩემპიონის წოდებაზე. ბევრი საერთაშორილო ტურნირების გამარჯვებული. ცნობილი ჟურნალისტი.

როცა მოჭადრაკე წარმოთქვამს კაპაბლანკას სახელს, ავტომატურად ფიქრობ კუბაზე, ხოლო როცა ახსენებს "კუბას", უნებლიეთ იგონებს კაპაბლანკას.

ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ დღევანდელი მდგომარეობა უშრომლად, უბრალოდ შეიქმნა. არავითარ მთხვევაში! სწორედ ამბობენ, რომ "ქალაქი ერთ დღეს არ აშენებულა" ! საძირკველი ხომ უნდა ჩაეყარა ვისმე, სწორი არ არის ?

ცხოვრების, ხელოვნების, კულტურის , სპორტის ყველა დარგში აუცილებლად უნდა იყვნენ ენთუზიასტები, ადამიანები, რომლებიც მთელ ძალებს, ენერგიას, სიყვარულს აქსოვენ თავიანთ საქმეში, ერთგულნი არიან მისი.

და თუ დღეს თბილისი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ქალთა შორის რეზიდენციაა, თუ საქართველო კავშირის ერთერთი წამყვანი საჭადრაკო რესპუბლიკა გახდა , თუ ჭადრაკი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ბრძნული თამაში, ნამდვილად სახალხო თამაშობად იქცა, ეს მნიშვნელოვანწილად ვიქტორ გოგლიძის დამსახურებას წარმოადგენს, დამსახურებას პირველი ქართველი ოსტატისა, რომელმაც შეძლო საჭადრაკო საქართველოს ავტორიტეტი აეწია, როგორც შინაურ, ისე საერთაშორისო სარბიელზე.

რუსეთში პატივს სცემენ .ჩიგორინის ხსოვნას , ჩეხოსლოვაკიაში აღნიშნავენ გამოჩენილი მოაზროვნის ,რეტის მემორიალს, ჰავანაში რეგულარულად ეწყობა .კაპაბლანკას ხსოვნის ტურნირები.

და რაკი საქართველო საჭადრაკო ორგანიზაციამ გადაწყვიტა მოეწყო საერთაშორისო ტურნირი (იგი შესანიშნავი გამოდგა თავისი შემადგენლობით) ვიქტორ გოგლიძის ხსოვნის აღსანიშნავად. ეს მისასალმებელი ღონისძიებაა, რომელიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გოგლიძის შემოქმედებას, მის ღვაწლს, მის ოცნებებს, მის მხურვალე სურვილს ესახელებინა მშობლიური საქართველო დამსახურებული პატივისცემით ეკიდებოდნენ და ეკიდებიან. ყველაფერი ეს იმდენად ბუნებრივად და ცხადად გვეჩვენება, რომ შეიძლება ეჭვი არ შევიტანოთ ასეთი ტურნირები ტრადიციად დამკვიდრდება.

როგორ მიქრის დრო და რა მკაცრია ბედისწერა, როგორია სიძულვილია კაცობრიობისათვის სიკვდილი, რომელიც ჩვენი რიგებიდან უდროოდ გვტაცებს დიდი გულისა და სულის, კრისტალური სიწმინდის ადამიანებს.

ვზივარ რუსთაველის თეატრის დარბაზში. ამ დარბაზში ხომ 1937 წელს ვიქტორი სსრ კავშირის ჩემპიონატში იბრძოდა. თითქოს ეს გუშინ იყო, როცა 1961 წელს ვიქტორ გოგლიძე თავაზიანად შეგვხვდა მანქანით საქართველოს საზღვარზე. .ბოტვინიკი და მე  სომხეთიდან ბრუნდებოდით.

ცოტა, რამ ვიქტორ გოგლიძის პირველ გაცნობაზე. ეს მოხდა 1935 წელს მოსკოვში დიდ საერთაშორისო ტურნირზე. თვით ფაქტი,რომ .გოგლიძე დაშვებულ იქნა ამ ფორუმზე, რომელსაც მაშინ თვლიდნენ გენერალურ რეპეტიციად საჭადრაკო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მომავალი ბრძოლების წინ. საჭადრაკო საქართველოს და პირადად ვიქტორ გოგლიძის მიღწევათა დიდი აღიარება გახლდათ. მოსკოვში ხომ .კაპაბლანკა, .ლასკერი და დასავლეთის მრავალი წამყვანი გროსმაისტერი თამაშობდა. მაშინ ახალგაზრდა საბჭოთა მოჭადრაკეები კაპაბლანკასა და ლასკერს უყურებდნენ როგორც საჭარდრაკო სასწაულს. როგორც უმაღლესი მარკის ავტორიტეტებს. მაგონდება სწორედ შეხვედრა კაპაბლანკაგოგლიძე ( დიახ იგი შავებით თამაშობდა, რაც მაინც და მაინც დიდად სასიამოვნო არ არის და სახიფათოა). კაპაბლანკა ყოველთვის ულამაზეს მოჭადრაკედ ითვლებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიქტორი მას არც ამ მხრივ უგდებდა ტოლს, განა ვიფიქრებდი მაშინ, რომ გავა არც თუ ისე ბევრი წელი და ორივე ამ სამხრეთელს იმსხვერპლებდა გულის გასკდომა? რა მწარეა შეურიგდე ამ აზრს.

პარტია კაპაბლანკაგოგლიძე მაშინ ყაიმით დამთავრდა. ინტერვიუში კაპაბლანკამ ვიქტორზე შემდეგი დახასიათება მისცა : "როგორ მშურს ისეთი ქვეყნისა, რომელსაც შეუძლია ისეთი ნიჭიერი მოჭადრაკის აღზრდა".

მე და ვიქტორ გოგლიძე მაშინ დავმეგობრდით. როგორც ამბობენ, მეგობარი ჭირში იცნობა. ჩემი ცხოვრების უმძიმეს წლებში, როცა მე, ჰეტლერებისაგან დევნილი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდი, როცა ომის ხანძარი სსრ კავშირსაც მოედო, ვიქტორ გოგლიძემ თბილისში მომიწვია. ვიქტორი მეტად გულისხმიერი მეგობარი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მე ცოლთან ერთად ვცხოვრობდით სასტუმრო "ინტურისტში" უცხოელი მოქალაქეების სტატუსით. 1942 ჩვენ მივიღეთ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და მეორე დღეს აღმოჩნდით გარეთ პირდაპირ ქუჩაში. მე კარგად მახსოვს როგორ მიმიღეს ვიქტორ გოგლიძის ოჯახმა. ისინი მაშინ ცხოვრობდნენ ბარნოვის ქუჩის 13 ნომერში პირველ სართულზე ოროთახიან ბინაში. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ცხოვრობდით ერთი ოჯახით. დაუვიწყარი და აღალმავლებელი პერიოდი ჩემი ცხოვრებისა. ვიქტორი მეტად გულისხმიერი მეგობარი იყო. იმ მძიმე წლებში კიევიდან თბილისში მოხვდა 18 წლის დავით ბრონშტაინი. ვიქტორი ყოველმხრივ ეხმარებოდა მას. 1950 წელს გოგლიძე ხელმძღვანელობდა დელეგაციას პრეტენდენტთა ბუდაპეშტის ტურნირზე. საინტერესოა, რომ პრეტენდენტი გახდა პატარა დავით რონშტაინი, პატარა ტანის, მაგრამ კოლოსალური ძალის მოჭადრაკე, რომელმაც 1951 წელს ცოტა დააკლდა და კინაღამ წაართვა მსოფლიო ჩემპიონის სახელი .ბოტვინიკს. და ვინ იცის, როგორი იქნებოდა დავითის ბედი, ომის დროს რომ გოგლიძეს არ გამოეჩინა მისდამი ნამდვილი მეგობრული მზრუნველობა?!

ვიქტორ გოგლიძეს მთელი არსებით უყვარდა ჭადრაკი, მისი ერთგული იყო. საკითხავია, რატომ არ ცდილა გოგლიძე მოეპოვებინა უფრო დიდი წარმატებები ტურნირებზე, რატომ არ გახდა გროსმაისტერი? თავისი ბუნებრივი ნიჭით გოგლიძეს შეეძლო მოეპოვებინა უფრო დიდი წარმატებები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გოგლიძეს დრო არ ყოფნიდა, და ამიტომაც საერთოდ შედარებით ცოტას თამაშობდა ჭადრაკს. იგი ასრულებდა საპასუხისმგებლო  მუშაობას და ჭადრაკს მხოლოდ თავისუფალ დროს უთმობდა. .გოგლიძე უანგარო, ძალიან დიდი ენთუზიასტი იყო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა საქართველოში და საერთოდ კავკასიაში ჭადრაკის განვითარებას, ვიდრე პირად საჭადრაკო წარმატებებს. ვფიქრობ, სწორედ ამაში გამოიხატება გოგლიძის დამსახურება რესპუბლიკის ჭადრაკის განვითარება. გოგლიძეს სწორედ ესმოდა, რომ ოსტატები ციდან არ ცვივიან , რომ საჭიროა სერიოზული მეცადინეობა და მუშაობა, ამიტომაც მესამე თაობამაცყველაზე, ახალგაზრდამ, დღევანდელმა თაობამ მადლობით უნდა მოიხსენიოს სახელი ვიქტორ გოგლიძისასაბავშვო საჭადრაკო სკოლის შემქმნელისა, სკოლასა, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ეს სკოლა გოგლიძის პირმშოა. იგი არსებობს და იფურჩქნება. მას ახალგაზრდა ტალანტების სრულყოფის სამჭედლოდ თვლიან.

მიხაილ ჩიგორინი მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობდა. ეს არ მომხდარა. მაგრამ რა? სულ ერთია მ.ჩიგორინი ითვლება რუსული საჭადრაკო სკოლის ფუძემდებლად. ვიქტორ გოგლიძე ოცნებობდა ბევრზე, უპირველესყოვლისა საქართველოში საჭადრაკო კულტურის აყვავებაზე.ბევრი რამ ახდა. ყველა შემთხვევაში ვიქტორ გოგლიძე, თავისი ხალხის ეს გულმხურვალე პატრიოტი. საქართველოს კულტურის აღმავლობისთვის მებრძოლი ადამიანი, უნდა ჩაითვალოს საქართველოში საჭადრაკო ცხოვრების ფუძემდებლად, ცხოვრებისა, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება და პროგრესს განიცდის. ვიქტორ გოგლიძე ის პიონერი იყო, ვინც საქართველოში ჭადრაკის პირველ თესლს თესდა და როგორი გულსატკენია, რომ იგი ვერ მოასწრო თავისი თვალით არ უნახავს, თუ როგორ თანდათან იქცევა საქართველო აყვავებულ საჭადრაკო ბაღად.

ბუხუტი გურგენიძის მიერ გროსმაისტერის წოდების მიღებისათვის საჭირო ნორმის შესრულება იქნება ვიქტორ გოგლიძის მონდომების, შრომის და საჭადრაკო ცხოვრების საუკეთესო ძეგლი. ცხოვრებისა, რომელიც, ყველა ჩვენგანისათვის დიდად სამწუხაროდ ასე უდროოდ შეწყდა.

მაგრამ ვიქტორ გოგლიძის ხსოვნა ნამდვილი ადამიანის ხსოვნა, ადამიანისა, რომელიც განასახიერებდა სამართლიანობას, ობიექტურობას, სიმართლეს, თავმდაბლობას, სამუდამოდ ცოცხლობს და იცოცხლებს ჩვენს გულში.

 

ფოტო ბუდაპეშტი 1950 პაულ კერესი, ისააკ ბოლესლავსკი, ვიქტორ გოგლიძე, ვლადიმირ იუდოვიჩი, იური ავერბახი, ალექსანდრე კოტოვი, ვასილი სმისლოვი, ალექსანდრე ტოლუში, ანდრე ლილიენტალი, სალომონ ფლორი

 

24.12.1969

 

Home