18941937

ჩემი ოცნება ვიხილო ქართველი ოსტატი, რომელიც ჩვენი ერის მდიდარ ტრადიციებს ქვეყანას გააცნობს

ჭადრაკის ქართველ ოსტატს

 

შეხვდებით ერთმანეთს, ვხედავ, რომ ჩალაგდა

ყოველი პაიკი შემტეველ რაზმებად

და "მეფე" ბრძოლებით განწირულ ალაგთან

თანდათან შებოჭეს რკინის თასმებმა.

ვსაუბრობთ... მე ვფიქრობ: ნეტა, რას ჩაწერდა,

და ვხედავ: თვალებში შუქია ნატარი.

ვხედავ, რომ ჭადრაკის ეშმაკურ ფაცერთან

უღონოდ ღანღალობს შავების მხედარი.

გადავალთ ლექსებზე, ჩემ შრომის მაგიდას

დღეს დარჩა ნამტრევად დაყრილი ბწკარები.

შენ მაგარ ოსტატს სახელი გაგიტანს,

მე ჩემი ფიქრების გაშლილი კარები.

არ ვიცი რად იყო ასე მარტივი

შეხვედრა, ღიმილი, შენთან რომ  მოვედი,

ასეა პირველი ქართული პარტიის

და ჩემთვის ნამდვილი ბრძოლების პოეტი.

შენ უკვე გაიგე, რა არის ძილის წინ

უეცრად შეხტომა , კაცს რომ არ აძინებს,

შენ უკვე გაიგე, მკაცრია თბილისი

და თავის არჩეულს თვალს არ მოაცილებს.

ღცეულთა ეს ბედი ხშირად დაძლეულა,

ჰო, მაგრამ სიხარულს ეს ფიქრი მოგვტაცებს,

არავის არ სძინავს ისე აბნეულად,

როგორც რამ ლექსის და ჭადრაკის ოსტსტებს.

 

                             1934

 

"არავის არ სძინავს ისე აბნეულად, როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს"მხოლოდ მას ვისაც ძვალრბილში ჰქონადა გამჯდარი ლექსისა და ჭადრაკის სიყვარული, შეეძლო ასე ეთქვა. და სწორედ ასეთი ოყო გამოჩენილი ქართველი პოეტი პაოლო იაშვილი. ქართველი ჭადრაკის მემატიანე ვერასოდეს დაივიწყებს პაოლო იაშვილის ამაგს საქართველოში საჭადრაკო ხელოვნების განვითარების საქმეში.დიდებული მგოსანი და საზოგადო მოღვაწე იყო თბილისის საჭადრაკო კლუბის დაარსების ერთერთი მოთავე, დიდი ტურნირებისა და მატჩების ორგანიზატორი, უცხოელი ოსტატების სტუმარმოყვარე და ხელგაშლილი მასპინძელი.

ჩემი ოცნება ვიხილო ადრაკის ქართველი ოსტატი, რომელიც ჩვენი ერის მდიდარ საჭადრაკო ტრადიციებს ქვეყანას გააცნობს ნატრობდა პაოლო.

და მისივე მეცადინეობით სულ მალე ამ ოცნებას ფრთები შეესხა: ქართველ მოჭადრაკეთა წრეში გამოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა ვიქტორ გოგლიძე. პაოლო და მისი მეგობრები ტიციან ტაბიძე, სანდრო ყანჩელი, იაკობ ნიკოლაძე თავს დასტრიალებდნენ მზარდ მოჭადრაკეს. და აი 1928 წელს, თბილისში სტუმრად მყოფი მოსკოველი ოსტატი ნ.გრიგორიევი პაოლოს თაოსნობით მატჩში ეთამაშა ვ.გოგლიძეს.

ჩემთვის სახელგანთქმულ ოსტატთან ორთაბრძოლა დიდი გამოცდა იყო, იგონებს ვ.გოგლიძე. მართალია, მატჩი წავაგე 1 ქულის განსხვავებით, მაგრამ მდიდარი გამოცდილება შევიძინე, რომელიც შემდგომ გამომადგა. ბრძოლის დროს მუდამ ვგრძნობდი პაოლოს ქომაგობას. ჩვენს მაგიდას და გულთან ახლოს მიჰქონდა თამაშის პერიპეტიები. ვიქტორ გოგლიძე მოგვითხრობს, თუ რაოდენი სიხარული განიცადა პაოლომ , როცა მატჩის მე7 პარტია ქართველი მოჭადრაკის მოგებით დამთავრდა. აი, ამ პოზიციაში  გოგლიძეს თითქმის 1 საათი უფიქრია, რათა გადამწყვეტი კომბინაცია ბოლომდე განეხილა. პაოლო, რომელიც იქვე მაგიდასთან იჯდა , ქვიდან გამოთლილ ქანდაკებას მოგაგონებდათ, ის მთელი არსებით გაეტაცა პოზიციის საიდუმლოებას. გოგლიძე ახორციელებს ჩანაფიქრს:

18. კ:f6  კ:f6 19. ლ:h7+ მფf8 20. ლh4 ! (შავები იძულებული არიან ხარისხი აიყვანონ) 20...... კ:a1 21. :a1 მფe7!

22. ეd1 f6 23. h7!

აქ პაოლოს გაღიმა ბოლო სვლის მოწონების ნიშნად. მაგრამ მაგიდას მაინც არ მოშორებია.

23.... g8 24. მe4 d5 25. cd ed 26. მ:c5  ლc6 27. b4 მფf7 28. ეd4! (თერების პოზიცია უკვე მოგებულია. ისინი ამზადებენ გადამწყვეტ დარტყმას) 28....ეae8 29. d3 ეe5 30. f4 ეh5 31. f5 g6 32. ე:d5 gf 33. ლf3 მფg6 34. მd3 ეg5 35. მf4+ მფh6 36. მh3 ეg4 37. ლ:f5 ე:b4  38. მf4 ეb7 39.ლh5+ მფg7 40. ლg6+ მფf8  41. ეd8+ მფe7 42. :g8  და ნ.გრიგორიევი დანებდა.

20იანი წლების დამლევს თბილისში დასახლდა გამოჩენილი რუსი ოსტატი ვლადიმირ ნენაროკოვი. 1930 წელს ისევ პაოლოს მეოხებით შედგა ვ.ნენაროკოვის ვ.გოგლიძის მატჩი სპორტის ოსტატის წოდებაზე. ვ.გოგლიძემ გაამართლა იმედები მოიგო ძნელი ორთაბრძოლა. პაოლო იაშვილმა და მისმა მეგობრებმა საგანგებო ნადიმი გამართეს პირველი ქართველი ჭადრაკის ოსტატის "დაბადების" გამო, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა ახალგაზრდა მოჭადრაკე ვიქტორის მეგობარი ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

 

1934 წელს ჩვენს დედაქალაქში გაიმართა საბჭოთა ოსტატების ტურნირი ავსტრიელი მოჭადრაკის ჰანს კმოხის მონაწილეობით. რასაკვირველია, ტურნირს მუდამ ესწრებოდნენ ანუყრელი მეგობრები პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. ტურნირში ბტწყინვალედ გაიმარჯვა ვ.გოგლიძემ. დასკვნით ბანკეტსს, რომელსაც მრავალი გამოჩენილი მოღვაწე დაესწო, პააოლო თამადობდა. კმოხის სადღერძელო მან ფრანგულად წარმოსთქვა და ყოველთვის მოულოდნელად მაგიდის ქვემოდან გამოიღო ტორტი ჭადრაკის დაფა თეთრი და კაკაოსფერი კრემისგან ჩამოსხმული საჭადრაკო ფიგურებით.

შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ პაოლო იაშვილმა დიდი როლი ითამაშა საქართველოში ჭადრაკის განვითარების საქმეში.

თ.გიორგაძე, "ლელო" 10.06.1964

Home