არგო თვალტანადი ვაჟკაცი იყო სოფელ ქორთის მკვიდრი არსენ გოგლიძე, გულის სწორი, ჟაშკელი იაკობ კალმახელიძის ასული ოლღა რომ შერთო ცოლად. 1902 წელს გაზაფხულზე ახალშექმნილი ოჯახი შუა აზიაში გაემგზავრა პატარა  სერგოსთან რთად (ვიქტორ გოგლიძის უფროსი ძმა სერგო დაიბადა ქორთაში 1901 წელს).

ეს იძულებითი გადაწყვეტილება არსენს მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ მიაღებინა. ამასთან ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებაც სურდათ.

1905 წელს 26 ნოემბერს გოგლიძეებს მეორე ვაჟი შეეძინათ. მას ვიქტორი დაარქვეს. ბავშვი ძალიან ჰგავდა მამას. 1912 წელს ვიქტორი ოთხწლიან სასწავლებელში მიაბარეს. 1917 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად მშობლებმა ტაშკენტის გიმნაზიაში გადაიყვანეს, სადაც ჩინებულად სწავლობდა.

17 წლის ვიყავი ჭადრაკის თამაში რომ ვისწავლე,– მიამბობდა ვიქტორი,– დაგვიანებული იყო, მაგრამ თამაშმა ისე შემძრა და გამიტაცა, რომ სამუდამოდ მისი თაყვანისმცემელი შევიქმენ.

ამ დროს (20–იანი წლების დამდეგს) ტაშკენტში რამდენიმე ძლიერი მოჭარდაკე ცხოვრობდა, ერთი მათგანი სერგეი ფრეიმანი(1882–1946) რუსეთის ცნობილი ოსტატი იყო. ტაშკენტში გახშირდა ტურნირები, რომელშიც ყმაწვილი ვიქტორიც მონაწილეობდა. 1922 წელს ვიქტორ გოგლიძემ ოქროს მედალზე დაამთავრა გიმნაზია.

ძალიან მიტაცებდა მუსიკა, კლარნეტზე ვუკრავდი. ამიტომ საბუთები ტაშკენტის კონსერვატორიაში სადირიჟორო ფაკულტეტზე შევიტანე. მინდოდა მუსიკოს გავმხდარიყავი,– მიამბობდა ვიქტორი,– მაშინ, რათქმა უნდა, არც ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრების არსი ჭადრაკი გახდებოდა.

ვიქტორი დიდხანს აღარ დარჩენილა ტაშკენტში. მშობლებთან შეთანხმებით 1925 წელს ივლისში საქართველოში გამოემგზავრა.

20–იანი წლების მეორე ნახევარში თბილისში საჭადრაკო ცხოვრება, რასაც ჭეშმარიტი ენთუზიასტები უწყობდნენ ხელს, ისინი გულწრფელად და საქმიანად გემოეხმაურნენ მოწოდებაც "მივცეთ ჭადრაკს ფართო გზა". ქალაქში რამოდენიმე ადგილას გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. სწორედ ამ დროს (1925 წლის ივლისი) ჩამოვიდა თბილისში ვიქტორ გოგლიძე. იგი მთელი არსებით ჩაება საერთო ფერხულში და თავისი ძლიერი თამაშით სწრაფად მიიპყრო ყველას ყურადღება. გამოჩენილი ეტიუდისტი და ოსტატი .კასპარიანი იხხსენებს, რომ ვიქტორმა ტოლი არ დაუდო იმდროინდელი თბილისის უძლიერეს მოჭადრაკეებს და მალე საერთო მოწონება დაიმსახურა. მოჭადრსკეებმა იგი თავიანთ ლიდერად აღიარეს, გულშემატკივრებმა კი კერპად. ამ სიყვარულს ვიქტორი სიცოცხლის ბოლომდე გრძნობდა. 1927 წელს ვიქტორი ხდება თბილისის ჩემპიონი და 1928 იმარჯვებს საქართველოს პირველ ჩემპიონატში.

 

თუმცა ჭადრაკი მთლიანად შთანთქავდა ვიქტორის დროს, მუსიკას მაინც არ ივიწყებოდა. ხშირად დადიოდა ოპერის თეატრში, სადაც მეგობრები გაიჩინა, მათ შორის იყო ცნობილი მომღერალი სანდრი ინაშვილი. უკრავდა .ჟელტუხინის ცნობილ სასულე ორკესტრში (სხვათა შორის, მერეც 1933 წლამდე). ზოგჯერ რეცენზიებსაც წერდა საოპერო და მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებსაც იბეჯდებოდა პრესაში.

დროა ვიქტორმა ოსტატის წოდებისთვის იბრძოლოს, რაშიც ხელი უნდა შევუწყოთო,– უთქვამს პაოლო იაშვილს. თავისი წადილი მან ვიქტორსაც გაანდო.

თავის მოგონებებში ვიქტორ გოგლიძე წერს : "1928 წელს  შემოდგომაზე ცნობილმა ქართველმა პოეტმა პაოლო იაშვილმა შემომთავაზა საკვალიფიკაციო მატჩის თამაში მოსკოველ ოსტატ ნიკოლოზ გრიგირიევთან. მზად არ ვიყავი ესოდენ საპასუხისმგებლო შეჯიბრებისთვის, მაგრამ გამოჩენილ ოსტატთან შეხვედრა ძალიან მაცდუნებელი იყო.

თბილისელები დიდი ცნობისმოყვარეობით ესწრებოდნენ ამ ორთაბრძოლას, რომელიც 6–17 ოქტომბერს საქართველოს პროფსაბჭოს შენობის (დღევანდელი სასტუმრო "თბილისი") დიდ დარბაზში მიმდინარეობდა. ვიქტორ გოგლიძემ წარუმატებლად დაიწყო შეჯიბრება. ხუთი პარტიის შემდეგ ანგარიში იყო 1:4. მაგრამ ბოლო მეათე პარტიის წინ ანგარიში გათანაბრდა 4.5–4.5. მატჩის ბედი წყდებოდა ბოლო მეათე პარტიაში.

ამ პარტიის შესახებ .გრიგორიევი ჟურნალში „შახმატი“ (1929) წერდა :

„16 ოქტომბერს, გადამწყვეტი პარტიის დღეს, გასასვლელები, ფანჯრების რაფები ხალხით გაიჭედა. არც ფოიეში იყო ტევა. პარტია გადაიდო. 17 ოქტომბერს, დილით, უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა გადადებული პოზიცია. "იმდენად მე არ "მომიტყუებია" გოგლიძე, რამდენიც თავად მოიტყუა საკუთარი თავი და წააგო. იმროვიზებული სიტყვა წარმოვთქვი და დავსძინე , რომ გოგლიძე ადვილად მოიპოვებს ოსტატის წოდებას პირველივე საპასუხისმგებლო შეჯიბრებაში" სასიქადულო პოეტი პაოლო იაშვილი არ ცხრებოდა. ვიქტორს ოსტატის წოდებისათვის მატჩში მეტოქედ იმხანად თბილისში მცხოვრები  მოსკოველი ოსტატი ვლადიმირ ნენაროკოვი გამოუძებნა.

ახალგაზრდა ვიქტორი საუცხოო სპორტულ ფორმაში იყო. მას 1929 წლის შემოდგომიდან არც ერთი პარტია არ წაუგია, თუმცა სხვადასხვა შეჯიბრებაში 30 შეხვედრა ითამაშა.

ნენაროკოვგოგლიძის მატჩი დაიწყო 1930 წელს 7 მაისს, ცენტრალურ საჭადრაკო კლუბში. პირველ პარტიას 200–მდე გულშემატკივარი დაესწრო. მაყურებელმა თანდათან იმატა და მეოთხე პარტიიდან შეჯიბრება საქართველოს მწერალთა სახლში გადაიტანეს. მატჩის პირობა ასეთი იყო : თამაში 6 მოგებამდე ყაიმების ჩაუთვლელად. აი მატჩის მსვლელობა, რომელიც ქართველმა მოჭადრაკემ მოიგო ანგარიშით 7:4 – 1:0, 1:0, 0:1, 1:0, 0:1, 0.5:0.5, 0:1, 1:0, 1:0, 0.5:0.5, 1:0.

ვიქტორ გოგლიძის იმდროინდელი მეგობარი, მწერალიდრამატურგი სოსო ბეგიაშვილი იხსენებს, რომ როგორც კი მეთერთმეტე პარტია დამთავრდა, მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი, შეძახილით "ვაშა' ულოცავდა საქართველოს თავის პირველ ოსტატს ჭადრაკში. გულშემატკივრებმა ხელში აიყვანეს ვიქტორი და სახლამდე გააცილეს.

"პაოლომ ვიქტორი გააფრთხილა, შეგიძლია ორი მეგობარი წამოიყვანოო. მან მე და საშა ფალავანდიშვილი წაგვიყვანა, წერს მოგონებებში სოსო ბერიაშვილი. ნადიმს თვით პაოლო თამადობდა. ესწრებოდნენ: ლადო გუდიაშვილი, მოსე თოიძე, იაკობ ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ვიქტორ დოლიძე, სანდრო ახმეტელი და სხვები თითქმის ორმოცი კაცი".

ვიქტორ გოგლიძემ მიამბო :

შესანიშნავი იყო პაოლო. მისი ოქროპირობა ალამაზებდა შეხვედრას. მაგრამ ყველაზე მეტად გულში იაკობ ნიკოლაძის სიტყვები ჩამრჩა. ან დაახლოებით ასე თქვა : "პირველ მოქანდაკედ მთვლიან საქართველოში. ვიქტორიც ჭადრაკის პირველი ოსტატია. ეს საამაყოცაა და საძნელოც. პირველს კი ყველაზე მეტი მოეთხოვება. ვერც თვითონ მოისვენებს, თუ ჭეშმარიტი ხელოვანია, რომ ყველაფერი არ გააკეთოს სიყვარული საქმის წინსვლისათვის. მინდა ვიქტორს ვურჩიო, არ დაიშუროს ძალღონე ქართული ჭადრაკის წარმატებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის აღზრდისათვის". ამ სიტყვებმა ცხოვრების რეზი დამისახეს.

პირველი ოსტატის დაბადებამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ჭადრაკისადმი საქართველოში.

ვიქტორ გოგლიძემ 1933 და 1934 წლებში მოიგო 2 ძალიან ძლიერი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე. ამ ორნა წარმატებამ მას გეუხსნა გზა 1935 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც თავი მოუყარა პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა უძლიერესმა მოჭადრაკემ (14.02–14.03.1935).

ტურნირი გაიხსნა საზეიმოდ 14 თებერვალს სასტუმრო "ნაციონალში", სადაც ცხოვრობდნენ მონაწილეები, ხოლო თავად ტურნირი ჩატარდა პუშკინის სახელობის ცნობილ მუზეუმში. როგორც თავის მოგონებებში ბორის ვაინშტაინი აღნიშნავს, ვიქტორი თამაშობდა ბრწყინვალედ, მარგამ ყაიმმა სრულიად მოსაგებ ვითარებაში პეტრე რომანოვსკისთან და წაგებამ ემანუილ ლასკერთან საყაიმო პოზიციაში ხელი შეუშალეს მას დაეკავებინა ადგილი, რომელიც იგი იმსახურებდა. იტოგები იყო ასეთი – +4 –4 =11. ღოგორც წესი, ვიქტორს თან ახლდნენ პაოლო იაშცილი და საშაფალავანდიშვილი. ტურნირზე ვიქტორმა ითამაშა რამდენიმე კარგი პარტია – ალატორცევთან, პირცთან, მენჩიკთან, ლილიენტალთან, კაპაბლანკასთან. და როგორც ვიქტორი აღნიშნავდა – ეს იყო დაუვიწყარი დღეები– მე ხომ პირველად შეხვდი მე–20 საუკუნის უდიდეს მოჭადრაკეებს.

დაბრუნების შემდეგ ვიქტორი განაგრძნობს სწავლას პოლოტექნიკურ ინსტიტუტში, ბევრს მუშაობს პრესაში, ხოლო ძირითადი დრო ეთმობა მუშაობას ახალგაზრდა მოჭადრაკეებთან და ჭადრაკს იგი პრაქტიკულად არ თმაშობს. 1936 წელს ვიქტორ გოგლიძე გახდა საჭადრაკო სექციის (ფედერაციის) თავმჯდომარე(1936–1953). 1936 წელს 6 ოქტომბერს ვიქტორ გოგლიძე გახდა მამა – დაიბადა მისი ქალიშვილი მარინა, შედგომში მე–20 საუკუნის გამოჩნილი პიანისტი. 1937 წელს თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირის მე–10 ჩემპიონატი. მრავალმა საორგანიზაციო სამუშაომ ჩემპიონატის ჩატარებისათვის ვიქტორს არ მისცეს საშუალება სერიოზულად მომზადებულიყო შეჯიბრისათვის. მაგრამ მან საკმაოდ კარგად ითამაშა და გაიყო 5–7 ადგილები 20 მონაწილეს შორის (+5–2=12). ეს შეჯიბრი პრაქტიკულად უკანასკნელი იყო ვიქტორ გოგლიძის საჭადრაკო კარიერაში. თუმცა მან მიიღო მონაწილეობა ცნომილ ტურნირში მოსკოვი–ლენინგრადი(1939). ტს ტურნირი თავისი შემადგენლობით უნიკალური იყო. მასში მონაწილეობდნენ ფლორი, კერესი, რეშევსკი, სმისლოვი , ლევენფიში და სხვა ძლიერი მოჭადრაკე. ვიქტორი ტურნირზე გაემგზავრა სრულიად მოუმზადებელი და ბუნებრივია ითამაშა წარუმატებლად (+3–5=9). დაიწყო საქართველოს პირველი ოსტატის სხვა ცხოვრება. 1940 წელს 13 მარტს დაიბადა მისი ვაჟი ვლადიმერი. 1941 წელს ვიქტორ გოგლიძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის დასახურებული სპორტის ოსტატის წოდება. 1942 წელს ფრონტზე იღუპება უმცროსი ძმა ვლადიმერი (1908–1942), ხოლო ვიქტორ არსენი ძე გადადის სახელმწიფო სამსახურში, სადაც იმუშავებს 1953 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ იგი საქმით დაკავებული ადამიანი იყო, ის ნახულობდა დროს ჭადრაკისათვის. 1946 წელს იგი ორგანიზაციას უკეთებს პაულ კერესის ჩამოსვლას თბილისში საქართველოს ჩემპიონატში მისაღებად, თუმცა კერესს აკძალული ჰქონდა ჭადრაკის თამაში ტურნირებში, რადგანაც ირი ომის დროს მონაწილეობდა ბევრ შეჯიბრში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ პაულ კერესმა მაინც მიიღო მჯნაწილეობა და გახდა საქართველოს ჩემპიონი.

სპორტთან მისი კავშირი არ წყდება. ვიქტორი ხშირად ასრულებს მთავარი მსაჯის როლს საქართველოს ჩემპიონატებზე, ხოლო 1949 წელს ასრულებს მთავარი მსაჯის მოვალეობას საბჭოთა კავშირის პიველიბაზე. 1950 წელს ვიქტორ გოგლიძეს მიენიჭა საერთაშორისო ოსტატის წოდება. იმავე წელს მეთაურობს მოჭადრაკეთა დელეგაციას პრეტენდენტთა ბუდაპეშტის ტურნირზე. 1951 წელს ვიქტორ გოგლიძეს ავალებენ თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდის უფროსობას.

მაგრამ დავბრუნდეთ 1953 წელს. ივნისში აპატიმრებენ უფროსს ძმას გენერალ–პოლკოვნიკს სერგო გოგლიძეს, რომელსაც დახვრეტენ იმავე წლის დეკემბერში. ჩვენი ცხოვრების ეს პერიოდი მე კარგად დამამახსოვრდა (მაშინ 13 წლის ვიყავი). ჩვენი სახლი დაცარიელდა და მხოლოდ ძალიან ერთგული ადამიანების მამაჩემისა და დედაჩემის მეგობრებს არ ეშინოდა მოსვლა ჩვენთან – ეს პირველ რიგში ეხება საშა ფალავანდიშვილს, სოსო ბერიაშვილს, კოტე განგიას, რეზო მაჭავარიანს. არსებობს ორი დოკუმენტი ბერიას, მერკულოვის, ქობულოვის, გოგლიძის, დეკანოზოვისა და სხვათა ახლო ნათესავების გასახლების შესახებ. ერთი დოკუმენტი, ხელმოწერილი ვ.მჟავანაძისა და გ.ჯავახიშვილის მიერ, გაგზავნილი სკკპ ცენტრალურ კომიტეტში, და მეორე – სკკპ ცკ–ს დადგენილება დაპატიმრებულ ხალხის მტრების ნათესავების შესახებ. როგორც ჩანს , იქ მიღმა აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ოჯახი არ შიტანეს ამ სიაში.

 

ЗАПИСКА В.П. МЖАВАНАДЗЕ И Г.Д. ДЖАВАХИШВИЛИ В ЦК КПСС И СМ СССР О ВЫСЕЛЕНИИ С ТЕРРИТОРИИ ГРУЗИНСКОЙ ССР РОДСТВЕННИКОВ Л.П. БЕРИЯ, Б.З. КОБУЛОВА, С.А. ГОГЛИДЗЕ И В.Г. ДЕКАНОЗОВА

N 873СС

15 апреля 1954 года г. Тбилиси

Совершенно секретно

ЦК КП Грузии, считая нецелесообразным дальнейшее пребывание в Грузинской ССР близких родственников разоблаченных врагов партии и народа Берия, Кобулова, Гоглизде и Деканозова, обсудил вопрос о выселении с территории Грузинской ССР близких родственников врагов партии и народа Берия, Кобулова, Гоглидзе и Деканозова и принял постановление с просьбою ЦК КПСС и Совету Министров СССР дать указание Министерству внутренних дел СССР о выселении с территории Грузинской ССР близких родственников врагов партии и народа Берия, Кобулова, Гоглидзе и Деканозова.
Просим Ваших указаний.

Секретарь ЦК КП Грузии
В. Мжаванадзе

Председатель Совета Министров Грузинской ССР
Г. Джавахишвили

(АП РФ, ф. 3, ОП. 24, д. 474, л. 98. ПОДЛИННИК)
 

 



ПОСТАНОВЛЕНИЕ ЦК КПСС

О членах семей и родственниках осужденных врагов народа

Особая папка


1. Согласиться с предложением Комиссии ЦК в составе тт. Шаталина, Руденко, Серова, Круглова, Мжаванадзе о запрещении проживать в городах Москве, Ленинграде, Тбилиси и других режимных городах и местностях Советского Союза, а также на территории Кавказа и Закавказья следующим членам семей и близким родственникам врагов народа Берия, Меркулова, Деканозова, Кобулова, Гоглидзе, Мешика и Влодзимирского. (Список прилагается.)

2. Принять к сведению сообщение министра внутренних дел СССР т. Круглова о том, что указанные в прилагаемом списке лица будут взяты под надзор органов МВД по месту вновь избранного ими жительства 1.
(АП РФ, ф. 3, оп. 24, д. 474, л. 141-142. Подлинник)

 

დაზარალდნენ ჩემი ბიძაშვილი ვლადიმერი, სერგო გოგლიძის მეუღლე ევლალია. მათი სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა – ბიძაშვილი ვოვა 1972 წელს ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა, ხოლო სერგოს მეუღლე და ნაშვილები ტატა ანთაძე მოკლულ იქნენ 1987 წელს აგარაკზე მოსკოვთან.

1954 წელს მამა დაუბრუნდა ჭადრაკს. იგი გახარებული იყო მისი საზოგადოება "დინამოს" ნაკრებ გუნდში ჩართვის გამო საბჭოთა კავშირის პირველობაზე მონაწილეობისათვის. მაგრამ მამაჩემის მიმართ გამოხტომები გრძელდებოდა. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მისი პორტრეტი უნდა უნდა ჩამოიხსნას საზოგადოება "დინამოს" დიდების დარბაზში, ვიღაცამ დაწერა დამამცირებელი ფელიეტონი მამაჩემის საჭადრაკო კლუბში მოღვაწეობის შესახებ და ა.შ.

ეს წლები მამის გარდაცვალებამდე ჩემთვის ყველაზე სასიხარულო იყო, რადგანაც 13 წლის ასაკამდე იშვიათად ვხდებოდი მამას, რადგანაც იგი მუდმივად დაკავებული იყო სამსახურში. ჩვენ ერთად დავდიოდით ფეხბურთზე, ჩოგბურთზე, კალათბურთზე. 1957 წელს ერთად ვიყავით ქ.რიგაში მოსწავლეთა სპარტაკიადაზე, 1959 და 1963 წლებში იურმალაში შეკრებაზე და სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე. მაგრამ ყველაზე ძალიან მინდოდა მენახა ჭადრაკის დაფასთან. და ესეც ამიხდა – 1955 წელს მამამ გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში. მე დავესწარი ყველა პარტიას და უსაზღვროდ მიხაროდა, როდესაც პარტია გადაიდებოდა ხოლმე. ეს იმას ნიშნავდა, რომ სახლში ერთად გავაანალიზებთ გადადებულ პოზიციას. მამამ ბრწყინვალედ ითამაშა და ჩემპიონატში აიღო მე–3 ადგილი. დაღლილობამ იჩინა თავი ტურნირის მეორე ნახევარში.

1957 წელს მამა გიორგი მერკვილაძესთან ერთად ხსნის პირველ სპეციალიზირებულ საჭადრაკო სკოლას, რომელიც დღევანდლამდე ფუნქციონირებს. შემდგომში სკოლამ მოგვცა დიდი რაოდენობის კარგი მოჭადრაკე – საკმარისია გვიხსენოთ ელიზბარ უბილავა და ზურაბ აზმაიფარაშვილი.

1954 წელს მარინა – ჩემი და ამთავრებს სკოლას ოქროს მედალზე და 1955 წელს ბრწყინვალედ აბარებს გამოცდებს მოსკოვის კონსერვატორიაში.აქ კი უნდა გავიხსენოთ სალომონ ფლორის შესანიშნავი ოჯახი – მათ მაშინვე დააყენეს ულტიმატუმი – მარინა თამართან ერთად იცხოვრებენ ჩვენთან. ასეც მოხდა – მარინა დედასთან ერთად გარკვეულ დროს ცხოვრობდნენ ფლორებთან, ისარგებლეს მათი სტუმართმოყვარეობით. მამა ბედნიერი იყო, როდესაც მარინამ გაიმარჯვა პარიზის კონკურსში(1961) და გამოვიდა სოლო კონცერტით კარნეგი ჰოლში 1963 წელს. ჩატარდა კონცერტები თბილისშიც და მამა ყოველთვის აღფრთოვანებული იყო როგორ ასრულებდა მარინა ფ.ლისტის ცნობილ სონატას.ჩვენს ურთიერთობათა კიდევ ერთი საინტერესო მომენი. მე ვსწავლობდი თბილისის უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკურ ფაკულტეტზე. ჩემი პროფესორ–მასწავლებლები დავით კვესელავა, ლეო მაღნარაძე, მელბარ გაგუა, გვანჯი მანია, არჩილ ხარაძე, ბიბი არციცაძე, ლადი ჭელიძე, ლევან გოკიელი კარგად იცნობდნენ მამას, ზოგიერთი მათგანი კი 30–იანი წლების წლების მის მოწაფედ ითვლებოდა. მე მიხდებოდა დიდი ძალისხმევის გამოჩენა, რომ ვყოფილიყავი სწავლისას შესაბამის დონეზე, რადგანაც პროფესორები სთვლიდნენ, რომ ვიქტორ გოგლიზის ვაჟი უნდა სწავლობდეს ღირსეულად და იღებდეს კარგ ნიშნებს. ვსწავლობდი ნორმალურად, მაგრამ დრო მქონდა ცოტა, რადგანაც ჩოგბურთს მიჰქონდა ჩემი დროის დიდი ნაწილი. მაგრამ ზემოთაღნიშნულ პროფესორებს გამოცდები ჩავაბარე ფრიადებზე და კარგებზე. დიპლომიც დავიცავი ლევან გოკიელის ხელმძღვანელობით ფრიადზე.

1964 წლის მარტში დაიბადა ჩები ვაჟიშვილი და მას დავარქვით ვიქტორი. მამაჩემი აწყობდა გეგმებს, თუ როგორ გაატარებდნენ ისინი დროს ვერის პარკში.

ამ დროისათვის მამაჩემის ჯანმრთელობა ძალიან მორეული იყო – განსაკუთრებით აწუხებდა გული. 1964 წლის სექტემბერში მოათავსეს მიხაილოვის საავადმყოფოში და 22 სექტებერს 17.30 ვიქტორ არსენის ძე გოგლიძე – პირველი ოსტატი ჭადრაკში გარდაიცვალა გულის შეტევით.

დაკრძალვის დღეს 26 სექტემბერს იგი ცენტრალურ საჭადრაკო კლუბში გადმოასვენეს. მოვიდა უამრავი ხალხი – გატაკეტეს რუსტაველის გამზირი. სამგლოვიარო მიტინგზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვეს ქართული სპორტის ამაგდარმა, სპორტის დამსახურებული ოსტატი გიორგი მერკვილაძემ და ვიქტორის უახლოესმა მეგობარმა საშა ფალანდიშვილმა. ბატონი საშა სულ ამბობდა რომ ვიქტორს მე დაკრძალავ. ისე მოხდა რომ ერთი თვე არ იყო გასული გარდაიცვალა საშა ალავანდიშვილი (18.10.1964)

გიორგი მერკვილაძემ თავის გამოსვლა შმდეგი სიტყვებით დაამთავტა : "საქართველოში ჭადრაკის განვითარებაში ვიქტორ გოგლიძეს უაღრესად დიდი როლი მიუძღვის, მრავალი საჭადრაკო ტერნნირის მონაწილემ, შესანიშნავმამოჭადრაკემ თავისი პერტიების მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მუდამ კეთილი, გულიხმიერი, უაღრესად თავაზიანი და კარგი მეგობარი – ასეთი იყო სახელოვანი მოჭადრაკე, ასეთი დარჩება იგი ჩვენს ხსოვნაში".

27 სექტემბერს დაიბადა მარინას ქალიშვილი ეკატერინე. ცხოვრება გრძელდებოდა

 

ფოტო – 20–იანი წლები, არჩილ ებრალიძე, ბუდაპეშტი – ბოლესლავსკი,კერესი,ფლორი ბრონშტაინი,ვიქტორ გოგლიძე, ანდრე ლილიენტალი, ვასილი სმისლოვი 1950, პოლონეთი – ვლადიმერ მარღანია, ვიქტორ გოგლიძე, ავთანდილ ღოღობერიძე, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ცეზლიკი – 1951

 

Home